სააკაშვილი: ივანიშვილის მოსაშორებლად ყოველდღე და ყველამ უნდა იმუშაოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მოსაშორებლად საზოგადოებამ ყოველდღე და ყველამ უნდა იმუშაოს. როგორც სააკაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” განაცხადა, ისინი 2020 წლის არჩევნებისთვის ადგილობრივი საბჭოების დონეზე სრულ მობილიზაციას აცხადებენ.

“ვინც მარტო ლაპარაკობს, 2020 წელს დაველოდოთო, თავს იტყუებს. თავს ნუ იბითურებთ. ყოველდღე თუ არ იმუშავეთ ივანიშვილის მოშორებაზე, ყველა სიტუაცია თუ არ გამოიყენეთ გაერთიანებისთვის, ყველა უსამართლობაზე თუ არ მოახდინეთ რეაგირება….

ივანიშვილის მოშორებისთვის ყველამ უნდა იმუშაოს. თუ ასე გაგვიწყრა ღმერთი და 2020 წლამდე მივიდა სიტუაცია არჩევნებამდე, საკუთარ თავს გადავახტეთ და ეს არჩევნები მოვიგოთ.

ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის კითხვაზე, “2020 წლის არჩევნებამდე, როგორ ფიქრობთ, თუნდაც ოპოზიციის გაერთიანებით სიტუაციის შეცვლას, ანუ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას”,  სააკაშვილმა უპასუხა:

“მექანიზმი არის შემდეგი, ჩვენ ვახდენთ მობილიზაციას ადგილობრივი საბჭოების დონეზე და გადმოგვყავს ივანიშვილის პარტიიდან მაქსიმალური რაოდენობის ხალხი. ყველას უნდა გავუხსნათ გზა. ჩვენ ვახდენთ პარლამენტზე შემდგომ ზეწოლას და პარალმენტში ვინც არ უნდა გამოვიდეს, არ უნდა ვაგინოთ და ვლანძღოთ, პირიქით, დერეფანი უდა გავუკეთოთ და გამოვიყვანოთ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავაწვეთ სასამართლოებს, სადაც ახლა “შისტიორკებს” კიარა, “შისტიორკების შისტიორკებს” ნიშნავენ. ამაზე უნდა მოხდეს მუდმივი ზეწოლა. ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს. ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ ზეწოლის მექანიზმი, რადგან ყველაფერი ამის გარეშე ჩვენ ქვეყანას უბრალოდ ვკარგავთ. რა თქმა უნდა, არჩევნებშიც უნდა მოხდეს ფართო გაერთიანება”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...