სააკაშვილი: ივანიშვილი ყველანაირი ფორმით წაასხამს არჩევნებს

ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” განაცხადა.

„საქართველოს დღეს ჰყავს ბოლომდე კორუმპირებული, საკუთარ ხალხზე გაბოროტებული და გამხეცებული, სასტიკი ხელისუფლება, რომელსაც არანაირი უნარი არ აქვს ქვეყნის განვითარების და ქვეყნის წინ წაყვანის. ჩვენი შექმნილი ინსტიტუტები ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, მაგრამ ისინიც ასევე განადგურების პირზეა. ამიტომ ახლა საჭიროა, საზოგადოების კონსოლიდაცია, ყველა ჯანსაღი ძალის აბსოლუტურად ერთად დგომა მიუხედავად წარსული წყენებისა, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას. ამ დღეებში რაც მოხდა, ამ დღეებში როგორც გვაპამპულავეს, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ორგანიზმი იმდენად დასუსტებული, იმდენად დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი, რომ ყველა პატარა რაღაცამ შეიძლება ის მოკლას. ღმერთმა არ ქნას. ჩვენ ახლა გვჭირდება დროზე ამათი შეცვლა, მშიდობიანად გაწევა გვერდით. ჩვენ გვჭირდება დროზე არჩევნების ჩატარება. ფართო კონსესუსის მოძებნა,

პროპორციული არჩევნები როგორც მათ შემოგვთავაზეს, ეს იგივეა, რაც  მაჟორიტარული. ახლა ნებისმიერ ფულიან ადამიანს შეუძლის იყიდოს უკვე პროპორციულით, მაგრამ, ნებიმიერი სისტემით რომ ჩატარდეს არჩევნები, დარწმუნებული ვარ თუ საერთაშორისო მექანიზმები ამოქმედდა, თუ კომისია განეიტრალდა… ივანიშვილი (პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე) ყველანაირი ფორმით წაასხამს არჩევნებს, მთავარი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს არა ამ კომისიის მიერ, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ. მთავარი არის ის , რომ არჩევნები ჩატარდეს დროზე. ყველანაირი ფორმის არჩევნები, მათ შორის პროპორციული არჩევნებით. ის რომ პრინციპი მიღებული იქნა ეს არის ნაღდად მიღწევა. ასეთი ფორმით არის ხაფანგი. მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა არჩევნები ჩატარდეს, თუნდაც ამ ხაფანგის პირობებში. ხალხი დაიბრუნებს ამ ქვეყანას. ახალი მაგარი თაობა მოვიდა საქართველოში, ამ თაობას უნდა გავეგოთ ფეხქვეშ ხიდად, გადაიარონ ჩვენზე, წავიდნენ წინ და ამოქაჩონ საქართველო ამ ჭაობიდან.

დარწმუნებული ვარ უფრო სწრაფად წავა საქართველო წინ, ვიდრე იმ წლებში 2007-ში და რაღაცაში, იმიტომ რომ იმდენი დრო დავკარგეთ, იმდენი ენერგია დაგროვდა, იმდენი დრაივია, ხალხმა თვალები გაახილა, განათლება მიიღო, უცხოეთში იარა, შედარების უნარი მიიღო. სულ სხვა თაობა არის. ეს თაობა შეძლებს სასწაულს. უნდა გავუხსნათ მათ ფართო გზა. ყველანაირი სისტემის პირობებში ისინი გაიმარჯვებენ. არ არსებობს არცერთი ჯებირი, რომელსაც ვერ გაარღვევს ეს ახალგაზრდობა დემოკრატიული თავისუფლების სულისკვეთებით. ჩვენ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გავა სამშვიდობოს, მაგრამ ბევრი დრო არ გვაქვს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...