სააკაშვილი: ივანიშვილი მოელაპარაკა ხაზარაძეს და ერთად გააჩერეს ანაკლიის პორტის მშენებლობა

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

“ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე, ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი. თურმე, ამ ხაზარაძემ და კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრ, ფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა უნდა გაარღვიონ ეს წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე, ანაკლიის პორტი, იგივე ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, თუ არა ხაზარაძე და ის „შანტრაბა“ რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი, პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი გასული წლის არჩევნებზე. მართლა ხომ არ გგონიათ, რომ სკლეროზი გვაქვს? რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის პორტი ერთმანეთთან.

ანაკლიის პორტის, ლაზიკის პორტის ფული უკვე იდო საქართველოს რკინიგზის ანგარიშზე და 2013 წლის ბოლოს, ეს პორტი იქნებოდა დამთავრებული. არა ოლიგარქის, არა „ბარიგის“, არა მორიგი მევახშის საკუთრება, ეს იქნებოდა ქართველი ხალხის საკუთრება. მერე ივანიშვილი მოელაპარაკა ხაზარაძეს, ერთად გააჩერეს პორტის მშენებლობა, ერთად მიითვისეს ეს პორტი და ახლა რომც აშენდეს, ხაზარაძის საკუთრება უნდა იყოს და ხაზარაძის ჯიბეზე უნდა იმუშაოს და ქართველი ხალხი რა შუაშია აქ საერთოდ. ქართველი ხალხისთვის ეს პორტი აშენებული იქნებოდა, უკვე დიდი ხნის წინ, თუ არა ხაზარაძე და რა თქმა უნდა, ივანიშვილი – მისი პატრონი. მერე ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს, ამან ცოტა ზედმეტი მოინდომა, მერე ივანიშვილმა მოადო თავში” .– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად