სააკაშვილი: ივანიშვილი გაფარჩაკებულია, დამარცხებულია, დატორტმანებულია…

“ივანიშვილი გაფარჩაკებულია, დამარცხებულია, დატორტმანებულია, ახლა შეეცდება ყიდვას, შეეცდება მანიპულირებას, შეეცდება გაყალბებას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რაც მეტს შეეცდება, მით უფრო ცუდად წაუვა საქმე”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში საუბრობს.

“ეს არის ისტორიული დღე. იმ პირობებში, როდესაც მე არ მომეცა ქვეყანაში ჩამოსვლის, კამპანიის წარმოების საშუალება, ამ პირობებშიც კი, საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა, მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ე.წ. “ქართულ ოცნებაზე”, მათ შორის “ნაციონალურმა მოძრაობამ” აიღო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი არყოფნის პირობებშიც კი, მინიმუმ 33% და ჩემი აზრით, ბევრად უფრო მეტი, რადგან მაჟორიტარებში ჩვენ გვაქვს მოგებული ფაქტობრივად ყველა დიდი ქალაქი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, მოიგო საქართველოს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი.

ამ პირობებში ეს არის ოპოზიციის ძალიან დიდი ტრიუმფი, მიუხედავად დაშინებებისა, მიუხედავად ზეწოლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა, მე, მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფვი არცერთი თანამდებობისკენ, საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი არცერთი თანამდებობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსესუსური ფიგურები. მინდა ვთქვა, რომ ხალხმა მხარი დაუჭირა ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი იმის გამო, რომ ისინი არ არიან ივანიშვილთან”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად