სააკაშვილი: ივანიშვილი დგას მხოლოდ რამდენიმე პოლიციელზე და ესეც ხელებში ეფშვნება

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი უჭერს მხარს – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

“მე ვიცი, რომ მათ მხარს არ უჭერთ. მაგრამ, ნუ შექმნით იმის ილუზიასაც კი რომ ამ საქართველოს დამაქცევარს აქვს რამე მაინც მხარდაჭერა საქართველოში.
ჩვენ ხო ვიცით რომ ეს მას არ აქვს. ის დგას მხოლოდ რამდენიმე პოლიციელზე და ესეც პრაქტიკულად ხელებში ეფშვნება.
ჩვენ უნდა დროზე ჩამოვაშოროთ ეს ადამიანი, უნდა შევქმნათ უამრავი ახალი სამუშაო ადგილი, უნდა შევწყვიტოთ ხალხის გადინება ქვეყნიდან, უნდა დავაბრუნოთ ჩვენი გასული ადამიანების დიდი ნაწილი.
ივანიშვილის გეგმა საქართველოს გენოციდი უნდა ჩავშალოთ და თითოეულ თქვენგანს შევუქმნათ უკეთესი მომავალი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს ასე იქნება. მოდით ნუ გავხდებით ამ ყველაფრის უნებური თანამონაწილე. არავის გთხოვთ გმირობას, უბრალოდ, მინდა იცოდეთ რაზეა აქ საუბარი”, – განცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც 14 დეკემბერს, პარტია “ქართული ოცნება – დემოკარტიული საქართველოს” დაგეგმილ ღონისძიებაზე, აპირებს მისვლას.

სრული მიმართვა იხილეთ აქ: მიხეილ სააკაშვილი ხალხს თხოვს 14 დეკემბრეს “ოცნების” დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მივიდნენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად