სააკაშვილი: ივანიშვილი ცდილობს დაავიწყოს ხალხს აღმშენებლობის წლები, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს სახელწმოდებით “სრულიად საიდუმლო ინფორმაცია”, სადაც მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სარკაზმით პასუხობს.

“დღეს იცით, რომ ფარცხალაძის “კანტორამ” რაღაცეები ილაპარაკა ჩემზე. მეც მაქვს რაღაც ამბები გასაზიარებელი. ოღონდ ძალიან გთხოვთ, ფარცხალაძე და ივანიშვილს არ გააგებინოთ… მოკლედ ასე, ხომ გახსოვთ “ტიტანიკის” ჩაძირვის ამბავი. მე ვაპირებდი ამის გაკეთებას… ყველაფერი მზად მქონდა, მერე ჯინაზე დაეჯახა აისბერგი და მე უკვე აღარ გამომივიდა. კენედის მკვლელობა ხომ გახსოვთ? კენედის მკვლელობა ჩემი დაგეგმილი იყო. საიდანღაც გამოტყვრა ეს ოსვალდი და გინდა თუ არა მაგან მოკლა… ეჰ არადა ყველაფერი მზად მქონდა უკვე, მაგრამ სამაგიეროდ მოვასწარი ივანე მაჩაბლის მკვლელობის და გაქრობის დაგეგმვა. მართალია დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ ბაბუაჩემ მიშა სააკაშვილს დავავალე და იმან გააკეთა ორგანიზება, იმიტომ რომ გორელი იყო.

სხვათაშორის ახლა ვიმყოფები ევროპის დედაქალაქ ბრიუსელში, თან მაქვს წამოღებული ოქროს საწმისი, რომელიც მედეამ, კოლხეთის დედოფალმა ჩემი თხოვნით მოიპარა. ასევე, თან მაქვს 19 მილიარდი და აქ ბრიუსელიდან ვგეგმავ ეთიოპიის იმპერატორის ლიკვიდაციას. ეს ისე ხუმრობით და ისე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჭორვილელი აფერისტი ივანიშვილი, რომელმაც მოატყუა, გაძარცვა და გააუბედურა ქართველი ხალხი, ცდილობს დაავიწყოს ხალხს აღმშენებლობის ის წლები, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და გადაფაროს ამ სისულელეებით და ასევე ცდილობს.. თუ რამდენი მოატყუა, რამდენი გადააგდო, რამდენ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება. მაგრამ, მისი აღსასრული ახლოვდება. 28-ში არის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც ის აგებს კატასტროფულად და ივანიშვილი უბრალოდ იმტოფებ ჩობჯენში. ეს კაცი არის ნადვილი ავადმყოფი და ავადმყოფი, რომელიც არის ჩობჯენში, ქართველმა ხალხმა რა უნდა ქნას? მგონი ყველამ კარგად ვიცით. ჩვენი გამნარჯვება ძალიან ახლოსაა. ყველაფრი გამოგვივა”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...