სააკაშვილი: ივანიშვილი აპირებს შეზღუდოს “ფეისბუქზე” პოსტები

“ივანიშვილის ხელიდან თქვენ უკვე დახურული ხართ, ის წელს აპირებს დახუროს “რისთავი 2”, შეზღუდოს “ფეისბუქზე” პოსტები, იმიტომ რომ ზუსტად ეს იყო თავის დასმულ თოჯინას სალომე ზურაბიშვილის რომ ათქმევინეს,რომ შევზღუდოთ პოსტებიო, ეს ნიშნავს შეზღუდოს აზრის გამოხატულება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “კვირის აქცენტებში”.

“ის, რასაც ის აკეთებ ახლა, რომ თიბისი ბანკს იგდებს ხელში… მე მიმაჩნია რომ მთელი საბანკო სისტემა საქართველოში არის უსამართლო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაზე უსამართლომ და მთავარმა ბანდიტმა ჩაიგდოს ხელში ყველაფერი. ამას ხომ იმიტომ არ აკეთებს, რომ სამართლიანობის დამყარება უნდა. ამას აკეთებს იმიტომ, რომ მას უნდა იყოს ერთადერთი მევახშე და მხოლოდ მას ჰქონდეს ჩაყოფილი ქართველების ჯიბეში ხელი. ამიტომ ის ახლა მასობრივად ყიდულობს, ნახეთ ყველაფერი კავშირშია: მან აიღო ხელში ცემენტის ბიზნესი და ცემენტის პატარა შემომტანები მოკლა, აიღო ხელში ხე-ტყის ბიზნესი, აიღო ფოთის პორტი, ახლა აიღებს ბათუმის პორტს და ქიმიური ნარჩენების ქარხანას აკეთებს აჭარაში. მას ეზიზღება განსაკუთრებით ბათუმი და აჭარა ბევრი მიზეზის გამო.

ეს ნარჩენების ქარხანა სჭირდება იმიტომ, რომ ჩაიგდოს ხელში რუსთავის აზოტი, რუსთავის აზოტს ჩაიგდებს ხელში იმ შემთხვევაში, თუ ჩაიგდებს ხელში საქართველოს ბანკს და დაიწყო საქართველოს ბანკის აქციების შესყიდვა და თიბისი ბანკის განადგურებით და დანგრევით ის აპირებს ხელში ჩაიგდოს ლაზიკას პორტი.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად