A1 ბანერი

სააკაშვილი: ისტორიაში არ ყოფილა ქვეყნიდან ქართველების ასეთი გადინება

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოუწოდა ემიგრანტებს 10 თებერვალს ბელგიაში დადგეგმილ ქართველთა მსოფლიო კონრესზე დაესწრონ.

“ჩვენ უნდა დავამყაროთ სამართლიანი, ნორმალური სიტუაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველებმა უნდა დაიბრუნონ სამშობლო და ამისთვის უნდა დაბრუნდნენ თავის სამშობლოში, აღარ უნდა გარბოდნენ ქვეყნიდან.

ამიტომ ჩვენ მოსამზადებელი შეხვედრისთვის ამერიკაში მყოფი ქართველები ვიკრიბებით ბრუკლინში “ნაციონალში” 20 იანვარს, 10 თებერვალს ლიეჟში კონგრესთა დიდ დარბაზში ჩვენ ვიწვევთ ქართველების მსოფლიო კრებას. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ქართველები ლიეჟში, ბელგიაში. ამ შეკრებაზე ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს ბედზე, საქართველოს მომავალზე, იმაზე თუ როგორ უნდა გამოვიხსნათ ქვეყანა.

დავგეგმავთ ჩვენს ერთობლივ ჩასვლის თარიღს საქართველოში, ასევე შევარჩევ ახალ ხალხს, რომ ამ გამოცდილებით გამდიდრებულებმა გაძლიერეროთ და ხელახლა ფეხზე დავაყენოთ საქართველო”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...