სააკაშვილი: ის რომ ნიკა გვარამიას ავიწროებენ, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ქვეყანა გაჩერდა

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა.

„ის რომ თქვენ არ გიშვებენ ქვეყნიდან, მაგალითად, ჩვენ რომ მოგვინდეს სადმე შეხვედრა, ვერ შევხდებით. მე ვერ ჩამოვდივარ, თქვენ ვერ გამოდიხართ.

ნიკა მელია ქუჩაშიც ვერ გამოდის, იმიტომ რომ სახლიდან გამოსვლა და აქტიურობა აუკრძალეს.

უამრავი ადამიანი ციხეშია. გიგი უგულავა ვერ გადის ქვეყნიდან და სხვები.

ხალხმა უნდა დაუკავშიროს ეს ერთმანეთს, ის რომ ნიკა გვარამიას ავიწროებენ, ეს პირდაპირ კავშირში იმასთან რომ ხალხი ცუდად ცხოვრობს. ჩემი აზრით, ეს პირდაპირ კავშირშია ამასთან,  რომ ქვეყანა გაჩერდა“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, 2020 წლის 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიასა და მოსამართლე გიორგი არევაძეს შორის კამათი იყო. რაც გვარამიას საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.
მოსამართლე ნიკა გვარამიასგან ითხოვდა გაეკეთებინა განმარტება, მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

სასამართლო დარბაზში მოსამართლესა და გვარამიას შორის კამათი, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის 500 ლარით დაჯარიმებით დასრულდა. ხოლო გიორგი არევაძემ ნიკა გვარამიას „ფულის გათეთრების“ საქმე საკუთარი სურვილით ისე აიცილა, რომ საქმეში ბრალდებულ გვარამია ამაზე შუამდგომლობა არ დაუყენებიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად