სააკაშვილი: ის ქალბატონი ძალიან აგრესიულად იქნევდა ორივე ხელს, მოტეხილის არაფერი ეტყობოდა

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს.

მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება უკრაინული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქალბატონისთვის ხელის მოტეხვის შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს ბანდიტური პროპაგანდაა.

„ეს ქალბატონი სასამართლოდან გამოვიდა და ჩვენკენ გამოიქცა, თან ტრუხანოვის მხარდამჭერ ლოზუნგებს ყვიროდა და როგორც ტრუხანოვის მიერ დაფინანსებული სხვა პირები, მოითხოვდა, რომ ჩვენ წავსულიყავით ოდესიდან, თანაც ძალიან აგრესიულად იქნევდა ორივე ხელს, რომლებსაც მოტეხილის არაფერი ეტყობოდა. აი, ასე პრიმიტიულად მუშაობს ბანდიტური პროპაგანდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოდესაში გამართული სასამართლო პროცესი არეულობების ფონზე მიმდინარეობდა, სადაც იმყოფებოდა მიხეილ სააკშაშვილიც. უკრაინული საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ ამ არეულობების ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალბატონს ჩაარტყა, რის შედეგადაც ქალბატონს ხელი მოტყდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...