სააკაშვილი ინდირას მიმართავს: “არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა” არის სუს-ის ლოზუნგი და მაგათი ენით ნუ მელაპარაკები!

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ამავე პარტიის პრემიერობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქ-ლაივის” ჩართვისას ძალიან გააღიზიანა კითხვამ, რომელიც მას ვინმე ინდირა ფრუიძემ დაუსვა.

რეპლიკა მდგომარეობდა შემდეგში: “არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა!

მიხეილ სააკაშვილი: არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა! ეს არის სუს-ის და ივანიშვილის ლოზუნგი! ინდირა ფრუიძე, სუს-ის ლოზუნგებით ნუ მელაპარაკები! სუს-ის და ივანიშვილის ლოზუნგებით. ეს იმას ნიშნავს, რომ თითიც არ გაანძრიოთ და სანამ მიშა არ ჩამოვა… მე არც მჯერა, რომ თქვენ ხართ ჩვენი მხარდამჭერი! მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ხართ იმათ მიერ შემოგდებული. ეს არის მათი ლოზუნგების გადამღერება” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად