სააკაშვილი: ილია მეორე საქართველოს ეკლესის გამაერთიანებელი და ძალიან დიდი მასშტაბის ფიგურაა

ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველო საპატრიარქოსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

„მე ვარ ამ ეკლესიის შვილი, ადმიანი ვინც ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ბევრი რამე გავაკეთეთ იმისთვის, რომ რწმენა განმტკიცებულიყო იმისთვის, რომ ჩვენი ტრადიციული ფასეულობები გაძლიერებულიყო ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან ერთად.
ის რაც ხდება ეკლესიასთან მიმართებაში არის ძალიან მარტივი, ივანიშვილი დაეპატრონა საქართველოში ყველა ინსტიტუციას, მაგრა ვერ დაეპატრონა მხოლოდ 3 ინსტიტუტს საქართველოში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის „მთავარი არხი“ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია.
შარშან, მიუხედავად იმისა, რომ მან ფულით იმუშავა, დაყო ეკლესია, არია მონასტერი, ვიღაც მეუფეებთან მუშაობს ხისტად, ძალადობით, გახარიას მეშვეობით, მეორეს მხრივა აშკარაა ფულებს არიგებს შიგნით სხვადასხვა მეუფეებში, ეკლესიის წარმომადგენლებში, მაგრამ, შარშან, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გადაწყვიტა საქართველო გადაექცია ნარკოპლატაციად და ეს გამოხატა, იმ მომენტში ხმა ამოიღო მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ჩვენმა ეკლესიამ. მას ეს გველის ნაკბენივით ახსოვს.
საქართველოს ეკლესის პატრონი არის მისი უწმიდესობა, ილია მეორე. ივანიშვილს არ უნდა ეკლესიას ჰყავდეს პატრონი, იმიტომ, რომ უპატრონო ეკლესიას ეშმაკი ეპატრონება. ამ შემთხვევაში ეშმაკი არის ივანიშვილი. მას უნდა დაეპატრონოს და მთლიანად აკონტროლოს ეკლესია.
ილია მეორე არის საქართველო ეკლესიის გამაერთიანებელი, ძალიან დიდი მასშტაბის ფიგურა( თავი პლიუს მინუსებით), რომელსაც ივანიშვილი აღიქვამს როგორც დიდი პრობლემას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “მთავარი აქცენტებში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად