სააკაშვილი გვარამიას:  რაკეტას ხომ ვერ გამოვიგონებდი?! საქართველოში 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა! (ვიდეო)

მეტი ტემპით რა უნდა განვითარებულიყო?! 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა! რაკეტას ხომ ვერ გამოვიონებდი?! “,-ამის შეახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.

ნიკა გვარამია: რა უნდა გაგეკეთებინათ სხვანაირად, რომ კიდე გქონოდათ 5 წელი? როგორ ფიქრობთ?

მიხელ სააკაშვილი: ივანიშვილი უნდა მოგვეშთო დროზე!

ნიკა გვარამია (იცინის):  რას ნიშნავს მოგვეშთო?!

მიხეილ სააკაშვილი: მოგვეშთო. უნდა გაგვეშვა საიდანაც ჩოვიდა!

ნიკა გვარამია:  ააა, ანუ ცოცხლად დატოვებას გულისხმობს ხო? კარგია…

ნიკა გვარამია: ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ. უფრო მდიდარი უნდა ყოფილიყო ხალხი და მაშინ, დადგმული ცოცხის კადრების გამო მთავრობას არ გადაირჩევდნენ. მე ასე მგონია.

მიხეილ სააკაშვილი: მეტი ტემპით რა უნდა განვითარებულიყო?! 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა! მეტი, რაღა?! რაკეტას ხომ ვერ გამოვიგონებდი?! ადამიანური განვითარების ტემპი საქართველოში გაიზარდა 4-ჯერ!

ნიკა გვარამია: ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ბატონო, მიშა. უფრო მეტად უნდა ეგრძნო თვითონ კონკრეტულ ადამიანს რომ ის უკეთესად ცხოვრობს

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად