სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილზე:ტივტივებს რა და რაც ტივტივებს, ხო კარგად იცით…(ვიდეო)

“ესენი არიან დაკომპლექსებული ხალხი. ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვისაც არ აქვს კომპლექსები. თანამედროვე მონობაა – რა თქვა იმ ქალმა? ცოტა ზემოდან უნდა იყოს პრეზიდენტიო.” – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ.

ამის შესახებ სააკაშვილმა ქართველი ემიგრანტების გარკვეულ ნაწულთან შეხვედრაზე განაცხადა ნიუ იორკში.

“ეს მიშა რაღაც უცნაურიაო, პრეზიდენტები ასე არ იქცევიან, რას დარბის, რას ტინგიცობს, პრეზიდენტი უნდა დადიოდეს ნელა, ღიპი უნდა ჰქონდეს, ღაბაბი, ლოყებს ბერავდესო… მარგველაშვილი უნდა იყოს, რა…

იძახიან, კარგი ტიპია მარგველა, რითია კარგი? წინდებს ქსოვს, კარტოფილი მოჰყავს, კარგი ტიპიაო. ტივტივებს რა და რა ტივტივებს ხო კარგად იცით? დადეს რაღაც სივრცეში, სადაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი. დადეს იმიტომ, რომ ემსახუროს საქართველოს ხალხს და კაი ტიპია ბიჭო, კარტოფილი მოჰყავს.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...