სააკაშვილი ღარიბაშვილს: მილიონები რომ მქონდეს გადამალული, 60$-იან სასტუმროში კი არ ვიცხოვრებდი, მაზოხისტი კი არ ვარ

“მილიონები რომ მქონდეს გადამალული, 60$-იან სასტუმროში კი არ ვიცხოვრებდი, მაზოხისტი კი არ ვარ”,-ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურ მდივანს, ირაკლი ღარიბაშვილს. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს.

“ნახეთ, ხიდაშელი “გაცოცხლდა” და თქვა: “სააკაშვილს სანამ არ დავამარცხებთ, ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ”. სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე თქვენ საცოდავებო ძალიან ცუდად.

რას შვებიან ახლა “ოცნების” ხალხი, ჩამოუარეს ბიზნესმენებს და უთხრეს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, მომავალი წლის შემოდგომაზე სჭირდებათ 300 მილიონი დოლარის მობილიზება. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთოდ მოახრჩობენ საქართველოში ყველაფერს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, გადაუდებლად, უნდა ვიმოქმედოთ ზაფხულში და შემოდგომამდე, ამიტომ, ვისაც გჯერათ, წამოგვყევით…

დააკვირდით, როგორი პროპაგანდა მიდის ჩემს წინააღმდეგ. გამოხტა ეს უდღეური ღარიბაშვილი და რაღაცას ლაპარაკობს ჩემს გადამალულ მილიონებზე. უკაცრავად, მილიონები რომ მქონდეს გადამალული, ეკონომ კლასში კი არ ვიჯდებოდი მუდმივად და 60$-იან სასტუმროებში ხომ არ ვიცხოვრებდი, მაზოხისტი კი არ ვარ. მგონი ხალხი ხვდება, რაზეც ვლაპარაკობ. ეს მართლაც ქურდებისა და მძარცველების კორპორაციაა, რომელმაც დედა უტირა საქართველოს და კიდე რა დღეში არიან. მაგათი მმართველობა ძალიან მალე დასრულდება, ხალხი ძალიან გაბრაზებულია “,-განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...