სააკაშვილი გახარიაზე: თავისთავად, რომ მას აქვს ფული და რუსეთზე არაფერს არ ამბობს, მიზეზ შედეგობრივ კავშირს ვხედავ

“ვუყურებ, რომ გახარია რუსეთზე არასდროს არაფერს არ ამბობს. თავისთავად, რომ მას აქვს ფული და რუსეთზე არაფერს არ ამბობს, მიზეზ შედეგობრივ კავშირს ვხედავ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სუფთა, ადამიანურ დონეზე, უფრო ცივილიზებულად მეჩვენება, ვიდრე ის პითეკანთროპები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ და ახლაც დარბიან. “

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა გიორგი გახარია ივანიშვილის კაცი?

“20 ივნისში რა თქმა უნდა, გახარია მონაწილეობდა და ეს ასე იყო. ეკონომიკა გახარიას დროს ჩამოიშალა ისეთივე ტემპით, როგორც სხვა პრემიერ მინისტრების დროს და რა თქმა უნდა, ის ამაზე პასუხს აგებს. ამავე დროს, თუ მას შევადარებთ ღარიბაშვილს, გახარია უფრო ცივილიზებულად გამოიყურება, უფრო ჰგავს ადამიანს. სუფთა, ადამიანურ დონეზე ეს შთაბეჭდილება მაქვს. მეორე არის ის, რომ უნდა ინახოს, საიდან აქვს გახარიას ფული. ფულის წყარო საქართველოში არის მხოლოდ ორი: ივანიშვილი, ან რუსეთი. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ეს ივანიშვილის თამაში არ არის. ვუყურებ, რომ გახარია რუსეთზე არასდროს არაფერს არ ამბობს. თავისთავად, რომ მას აქვს ფული და რუსეთზე არაფერს არ ამბობს, მიზეზ შედეგობრივ კავშირს ვხედავ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სუფთა, ადამიანურ დონეზე, უფრო ცივილიზებულად მეჩვენება, ვიდრე ის პითეკანთროპები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ და ახლაც დარბიან” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...