სააკაშვილი გახარიას: ვინ უნდა დაამთავრო შე უბედურო, წადი შენი თავი დაამთავრე!

” ყოვლისშემძლე მახჩობელა გველმა დაახრჩო საცოდავი ტელევიზია “რუსთავი 2”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში, ახალგაზრდებათ შეხვედრისას განაცხადა.

“ვინ უნდა დაგვაჩმოროს, ამათმა?! ესენი ხომ კარიკატურები არიან მეგობრებო. გახარია “მე თქვენ დაგამთავრებთ!” შენი თავი დააამთავრე შე უბედურო, წადი სარკეში. ვის დაამთავრებ, რას დაამთავრებ?!”,-განაცხადა სააკაშვილმა

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მახრჩობელა გველს უწოდებს, რომელმაც “საცოდავი ტელევიზია რუთავი2” დაახშო.

“რაზეა გათვლილი დღევანდელი ივანიშვილი?! დღევანდელი ივანიშვილი გათვლილია ორ რაღაცაზე. პირველი, დაგაშინებთ, დედას გიტირებთ! მეორე, რა აზრი აქვს რამეს, კაცო?! რა აზრი აქვს ოპოზიცია უსაქმური, არაფირს მაქნისი. ეს მახჩობელა ყველას მოახრჩობს, ყველას დედას უტირებს. რეალურად დაკეტა “რუსთავი 2”. ჩააწყო საქმე ევროსასამართლოსთან, “რუსთავი 2” მოიეკტა. ყოვლისშემძლე მახჩობელა გველმა ბიძინა ივანიშვილმა, დაახრჩო საცოდავი ტელევიზია “რუთავი 2”,-განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ: “მე თქვენ დაგასრულებთ”,– ასე მიმართა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს პარლამენტში, სადაც მისი მოსმენა ფრაქციის ფორმატში მიმდიარეობდა. ოპოზიცია მას პასუხს 20–21 ივნისის მოვლენებზე სთხოვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად