სააკაშვილი გახარიას: “ფული გადმოგვირიცხოს ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა”

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მინდა ვუპასუხო საქართველოს მთავრობას და მის პატრონს ბატონ ივანიშვილს. დღეს ხელახლა გახარიამ თქვა, რომ თურმე ჩვენ ჭორაობით ვართ დაკავებული, ნამდვილად ვერ მოგვყავს ხალხი.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება და კონკრეტული შეთანხმება ჯერ 1000 შემდეგ კი 4000 ადამიანის ჩამოფრენით, ყველას, ვისაც განსაკუთრებული გაჭირვება აქვს უფასოდ მოგვყავს საქართველოში.
საერთაშორისო წესებით ჩვენ გვინდა ორი რამ, ერთი რომ საქართველოს საელჩოებმა მიმართონ წერილით – 4 წინადადება დაწერონ ნოტით, რომ გახსნან აეროპორტი ვარშავის, რათა ჩვენი ხალხი გამოვიყვანოთ და მეორე, თბილისის აეროპორტი გახსნა რათა ეს დაჯდე. ორივე გადაწყვტილება არის საქართველოს მთავრობის.
ესე იგი მთავრობიდან გვინდა არა ფული, არა სხვა რამე დახმარება, გვინდა 2 ქაღალდის დაწერა ერთი ნებართვის გაცემა და მეორე, ნოტის დაწერა. ამაზე საპასუხოდ ჯერ თქვეს კი ბატონო, ჩამოიყვანეთო, მერე ყველანაირად ბლოკავენ. ეს ხომ ჩვეულებრივი ტყუილებია .
ამას ხომ არაფერი ჰქვია გარდა ბანალური გადაგდებისა. იმიტომ რომ სამი დღის წინ თქვენ თქვით, 2 დღის წინ თქვით და სინამდვილეში არაფერს აკეთებთ. გვითხრეს ფული გადმოგვირიცხონო და ჩვენ ჩამოვიყვანთო. იცით რა? მე ვერ ვაკადრებ ჩვენ მეგობრებს მსოფლიოში ვინც გვეხმარება, რომ ახლა თურმე ივანიშვილსა უნდა გადავურიცხოთ მათი ფული.
მათ გადმორიცხეს ფული, გვაძლევენ რომ ჩვენი ხალხი დავაბრუნოთ საქართველოში და საქართველოში გაუმართოთ მათ ხელი.

რაც შეეხება ივანიშვილს, ივანიშვილმა გადმორიცხვის ფული და არა მხოლოდ რეისების, გადმორიცხოს ფული იმ ათეულობით ათასი ოჯახის გადასარჩენად, რომელიც მან ბოლო დღეში დატოვა უმუშევარი.
შეწყვიტოს ვალუტის კურსზე სპეკულაციები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვით ფულის კეთება. გუშინაც კი ამ კაცმა ისარგებლა სიტუაციით და ხეზე დაითრია მორიგი ნებართვა რაჭაში ასაშენებლად და ჯიბეში ჩაიდო.
ამ დღეებში ეს კაცი დასდევს ხეებს. ფული გადმოგვირიცხოს ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა.“ – განაცხადა მიხელს სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს გიორგი გახარიამ “ნაცმოძრაობის” შეთავაზებაზე განაცხადა: პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად