სააკაშვილი გაბუნიას განცხადებაზე: სისულელე იყო, რადგან პუტინს რეპტილიის ინსტინქტი აქვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი,მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი2_ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ ნათქვამს უხამ სიტყვებს სისულელეს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი სიტყვები მიუღებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტს “რეპტილიის ინსტინქტი” აქვს. ამის შესახებ მან ტელეარხ ATR.TV-ის ეთერში განაცხადა.

“ეს სისულელე იყო, რადგან რეალურად, პუტინს რეპტილიის ინსტინქტი აქვს. ჩემს დროს საქართველო რუსეთისგან ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყო, ასევე ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გვქონდა. როცა მაიდნის მოვლენები მოხდა, როგორ გამოიყენა პუტინმა ეს. როდესაც პუტინმა რეალური საფრთხე იგრძნო, მან ყველაზე ცივ ზამთარს ელექტრონერეგია გამორთო, ამიტომაც გვსურდა ჩვენ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.

როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, კვირაში მხოლოდ ერთი რეისი იყო თბილისი-კიევის მიმართულებით, მაგრამ შემდეგში მინიმუმ 6 რეისი ხორციელდებოდა. თუმცა, ტურისტები ჩამოდიან და მათ მომდევნო ნაწილი მოჰყვებათ. მათ უყვართ სანაპიროები, მაგალითად, ბათუმში ჩემი საყვარელი რესტორანი უკრაინულია. როდესაც ბათუმში ჩავდივარ, უკრაინულ რესტორანს ვსტუმრობ. საქართველოში, როგორც უკრაინაში იყო, ოლიგარქის მმართველობაა არცთუ კარგი მთავრობა. საქართველოში ყველაზე პოპულარული მინისტრი სერგეენკოა”,-აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში უშვერი სიტყვებით აგინა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. აღნიშნულის შემდეგ, ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად