სააკაშვილი ემიგრანტებს: უთხარით თქვენ ნათესავებს ივანიშვილის უნდობლობის თაობაზე ხატზე დაიფიცონ, თუ არა და – ხატს გადავცეთ

მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს, საკუთარ ნათესავები დაარწმუნონ იმაში, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ემიგრანტებმა ნათესავებს ხატზე უნდა დააფიცონ, რომ ხმას მისცემენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის უნდობლობას.

“უნდა ვუთხრათ ყველა ჩვენს ნათესავს, რომელსაც ეს ხალხი რეალურად არჩენს. ვუთხრათ, ვურჩიოთ, ხატზე დავაფიცოთ, თუ არ შეასრულებენ ხატს გადავცეთ. უნდა უთხრან, რომ წავიდნენ და ხმა მისცენ ივანიშვილის უნდობლობის თაობაზე.

დღეს საქართველო შედგება სამი კატეგორიის ადამიანებისგან. ერთი, ძალიან პატარა უმცირესობაა ვინც ფულს აკეთებს ამ ტენდერებზე, უბედურებაზე და კორუფციაზე, რაც არის.

მეორე ეს არის ის ხალხი, ვინც გამზადებულია სიკვდილისთვის კოვიდის გამო. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ერთბაშად გაორმაგდა სიკვდილიანობა.

მესამე, ეს არის ის ხალხი, რომელსაც ნომერი აქვს მინიჭებული, რომ ისინი წავიდნენ საქართველოდან ან წასულია საქართველოდან” – განაცხად მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში “მთავარ აქცენტები”.

კომენტარები
იტვირთება...