სააკაშვილი სინოდში განვითარებულ მოვლენებზე: დღეს მთავარია ოლიგარქის ჩამოშორება!

ასე ეხმაურება საქარველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს. 

“დიდი გულისტკივილით ვაკვირდები საქართველოში ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს და ვინც რა უნდა თქვას, ეს არის ოლიგარქ ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი. სწორედ მან ფეხ ქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც, ყველაფერი გააბაიბურა,ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა და მართავს შუღლით. ამის ფონზე ძარცვავს და ანადგურებს საქართველოს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აღარ დარჩეს ნამდვილი გმირები, ყველაფერი ამოსვაროს ლაფში და ტალახში, რწმენა დასუსტდეს. ამიტომ,დღეს სახელმწიფოებრივი და ქვეყნის გადარჩენის ამოცანაა და ერთადერთი გამოსავალია ოლიგარქის ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ეს არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი. მაშინ ამოისუნთქავს საქართველო და ჩამოიბერტყავს ამ ჭუჭყს, ამ წყვდიადს. საქართველოში აუცილებლად უნდა გათედეს!”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად