სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო არჩევნების მეორე ტურში ვერ გადავა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 31 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 1 აპრილს კიევში, ბორისპლის აეროპორტში ჩასვლას გეგმავს და თვითმფრინავის ბილეთიც უკვე შეიძინა.

“ბილეთი შევიძინე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო არჩევნების მეორე ტურში ვერ გადავა. როდესაც ის  მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, არც ერთი მესაზღვრე მისი ბრძანების შესრულებას, ასევე უკრაინაში ჩემს არშეშვებას და პოროშენკოს  სხვა დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებას არ მოინდომებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 44 კანდიდატი დაარეგისტრირა. ეს მაჩვენებელი 2004 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის ორჯერ მაღალია – მაშინ არჩევნებში 24 კანდიდატი მონაწილეობდა. სულ განაცხადი 91-მა ადამიანმა შეიტანა, რაც 1991 წლიდან არ მომხდარა, რაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...