სააკაშვილი: ჩემს აშენებულ კინოთეატრის დარბაზზში შეცვივდნენ “ქოც”-აქტივისტები, დაამტვრიეს იქაურობა და კონცერტი ჩაშალეს

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს.

“არმაზ ახვლედიანმა მიიწვია საქართველოში გასტროლებზე ახალგაზრდული ჰოლანდიური ორკესტრი რომელმაც საქართველოში ბოლო ათ დღეში მრავალ ადგილას დაუკრა ასევე ჰოლანდიაში დიდი ხნის განმავლობაში მცხოვრებ ჩემს მეგობარ ლევან ცხადაძესთან ერთად. 3 დღის წინ მათ უნდა ბახმაროში დაეკრათ ჩემს აშენებულ კინოთეატრის დარბაზზში. წინა ღამით დარბაზზში შეცვივდნენ ადგილობრივი ქოც აქტივისტები, დაამტვრიეს იქაურობა და კონცერტი ჩაშალეს. ივანიშვილი ნიშნავს წყვდიადს და ველურობას! საქართველოში აუცილებლად გათენდება!”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

პ.ს. მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “აიპრესი” შსს-ს დაუკავშირდა. სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას გადაამოწმებენ, რის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...