სააკაშვილი: ჩემი საქართველოში დაბრუნება საქართველოს მოსახლეობის 60% უნდა!

“მინდა მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებლებს, ე.წ. საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმის წევრებს, იმ ხალხს, ვისაც საქართველოს მოქალაქეები უხდიან თავის გადასახადიდან ხელფასს, ივანიშვილი კი არ გიხდით ხელფასს, ისინი გიხდიან ხელფასს და თქვენ უნდა ემსახუროთ ქართველ ხალხს” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

საკაშვილის თქმით, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მისი დაბრუნება საქართველოში მოსახლეობის 60% უნდა:

„მინდა, ვუთხრა იმათაც, ვინც რაღაც ერთ სიბრტყეზე აყენებს ივანიშვილს და მე. ბოლო გამოკითხვაში, რომელიც ჩაატარა „ედისონ ფოლინგმა“, ეს არის დამოუკიდებელი გამოკითხვა, საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი, მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა, მე ეჭვი მაქვს, რომ არის ბევრად მეტი, ამბობს, რომ უნდათ, სააკაშვილი დაბრუნდეს უკან საქართველოში. მე ამას უბრალოდ ვიღებ დიდი სიხარულით, რომ ასეთი დამოკიდებულებაა ხალხის, მაგრამ ეს ასევე აჩვენებს დამოკიდებულებას ივანიშვილის მიმართ.” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად