სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის დროს არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ ყოფილა დაპატიმრებული

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, კადრებში ჩანს როგორ იქცევა კირკიტაძე პოლიციასთან ურთიერთობისას. მას რა რეაქცია ჰქონდა ამაზე, როგორც პოლიციის რეფორმის ერთ-ერთ შემოქმედზე.

“მე ერთმნიშვნელოვანი და მძიმე რეაქცია მაქვს, მაგრამ არა ისეთი, როგორც თქვენ ამბობთ. არცერთი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი ჩემი პრეზიდენტობის დროს არ ყოფილა დაპატიმრებული და არ ყოფილა ციხეში ჩასმული.

ნინო ბურჯანაძე იჯდა იმ მანქანაში, რომელმაც ორ პოლიციელს გადაუარა და ნინო ბურჯანაძესაც კი არ წარდგენია ბრალი. ეს იყო ჩვენი შეგნებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

გადაცემის წამყვანმა მას შეახსენა, რომ ოპონენტებთან ბრძოლის სხვა მეთოდები ჰქონდა. მაგალითად ვალერი გელაშვილისა და კობა დავითაშვილის ცემის ფაქტები, ასევე ირაკლი ოქრუაშვილიც იყო დაჭერილი რაღაც პერიოდი.

“ოქრუაშვილი გაშვებული იყო ზუსტად 24 საათში. გელაშვილის ცემასთან მე ზუსტად ისეთივე კავშირი მაქვს, როგორც თქვენ. კობა დავითაშვილის ფაქტის შემდეგ მე გადავდექი პრეზიდენტობიდან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად