სააკაშვილი: ჩემი ხელისუფლების დროს ჩვენ ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ ვიდეო ჩართვაში განაცხადა.

“მე ახლა მიკეთია საათი, რომელიც ზვიად ციკოლიას გაკეთებულია. სხვათა შორის უკრაინელების შეკვეთით გააკეთა. ძალიან მაგარი საათია.

ზვიად ციკოლია  იტალიურ მანქანებს, სხვათა შორის „ლამბორჯინის“ დიზაინს აკეტებდა და ჩვენ ჩამოვიყვანეთ, აქ დიზაინის ინსტიტუტის გახსნა გვინდოდა…

ზვიადმა გააკეთა “ლაზიკა“, “დიდგორი“-ს (მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია საქართველოში) დიზაინი და ზვიადი აწყობდა თვითმფრინავს დელტაში. დღეს არავინ აწყობს თვითმფრინავებს. ჩვენ ფრთოსან რაკეტებს ვაკეთებდით ჩვენი ხელისუფლების ბოლოსკენ. ასეთი ტექნოლოგია აქვთ მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელ ქვეყნებს.  საქართველო აკეთებდა… ახლა ზვიად ციკოლია აკეთებს საათებს უკრაინისთვის… დამთავრდა “დელტა“, რაკეტები, თვითმფრინავები, „ბეტეერები“, „ბეემპეები“.

დამთავრდა ჩვენი შესაძლებლობა მილიარდი დოლარის პროდუქცია გაეყიდა საქართველოს მაღალტექნოლოგიურ სამხედრო სფეროში და საუკეთესო ხალხი კაცმა არ იცის რითია დაკავებული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად