სააკაშვილი: ჩემს საყვარელ​ ხულოელებს არ სჭირდებათ ახსა, თუ როგორ მიყვარს ისინი

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმიართვის დროს განაცხადა.

“მინდა გამოვეხმაური იმ გამოხმაურებას, როგორც ყოველთვის სიცრუეზე და სიბინძურეზე დაფუძნებულს. ივანიშვილი იყენებს, იგივე ჩემ ძალიან წარმატებულ კონფერენციას მიუნხენში და გამონათქვამებს… კერძოდ, რაც მე ვთქვი ხულოზე და ხულოში სამხატვრო გალერეაში დასაქმებული ხელისუფლების ოჯახების წევრების მაღალ ხელფასებზე…

მე მგონი აჭარას და აჭარლებს არ სჭირდებათ ახსნა, მათ შორის ჩემ საყვარელ ხულოელებს, თუ როგორ მიყვარს მე ისინი. არცერთ მმართველს ისტორიაში, საქართველოში არ გაუკეთებია ამდენი აჭარისთვის, რამდენიც გავაკეთე მე, ლევან ვარშალომიძემ და ჩემმა გუნდმა. ისიც კარგად იცით, რომ ივანიშვილს ეზიზღებით თვალის დასანახავად, განსაკუთრებით აჭარა, აჭარლები და მეგრელები. განსაკუთრებით ვერ იტანს ამ ორი კატეგორიის ხალხს. თუმცა, მთელი საქართველო ეზიზღება და დაგასვათ თავზე სრული ერთიუჯრედიანი არარაობები. გვარს ვერ ვიხსენებ, მარტო ის რაც არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რაც არის მარტო ეგ რად ღირს, ან ერთი, ან მეორე, ან მესამე ან ის ბოლქვაძეები და ყველა დანარჩენი. სამწუხაროდ ბოლქვაძის იმაში მეც მიმიძღვის ჩემი შეცდომები” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ერთხელ სააკაშვილმა ხულოში კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...