სააკაშვილი: ჩემ დროს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ ვალუტის კურსი გამყარდა (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ქვეყანაში ვალუტის კურსი გამყარდა. 

“ბოლომდე ჩამოშალეს ეკონომიკა, იძახიან მიტინგების გამოო… ჩემ დროს რუსეთის დავალებით რამდენ მიტინგებს გვიწყობდნენ, რა უბედურებები არ ხდებოდა და ეკონომიკა, 400%-ით გაიზარდა ერთიანი ეროვნული პროდუქტი, ხოლო ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 12-ჯერ. ვალუტის კურსი იყო ორჯერ უფრო მეტი მყარი, ვიდრე დღეს. ომის შემდეგ გამყარდა, რუსეთის შემოჭრის შემდეგ გამყარდა ვალუტის კურსი. მე უბრალოდ გახსენებთ ფაქტებს. ჩემ დროს ცხრიდან 8 წელიწადი იყო პოზიტიური ბალანსი. მეტი ხალხი ბრუნდებოდა ქვეყანაში ვიდრე, მიდიოდა”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად