სააკაშვილი: ჩემ დროს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა, ეს მაშინ, როცა 2-ჯერ სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო და მიტინგებს გვიწყობდა

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

“პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, რომ  თურმე ლარის გაუფასურება არის მიტინგების და ოპოზიცის აქტიურობის დამსახურება. კი მაგრამ, ჩემ დროს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, მაშინ როცა სულ გვარყევდა, სულ მიტინგებს გვიწყობდა, სულ არეულობა იყო. მათ შორის სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო 2-ჯერ, მაინც ვიზრდებოდით, მაინც სწრაფად ვითარდებოდით.

უნდა ვუთხრა ივანიშვილს და მის შნირებს! ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება და ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა. ქურდობამ!და თქვენ ხართ ქურდები! და ქურდები უნდა მოშორდეთ! სადღაც კი არა, უნდა მოშორდეთ, ციხეში პირდაპირ!

მინდა გავიმეორო ისევ, ქურდების ადგილი არის ციხეში!

ჩემი პრეზიდენტობის დროს იყო მიტინგები სულ და ლარის კურსი იყო 2 ჯერ უფრო მყარი და ეკონომიკა იზრდებოდა რამდენჯერმე უფრო სწრაფად!”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად