სააკაშვილი: ჩემ დროს აშენდა ლუგარის ცენტრი, 140 საავადმყოფო და ცხოვრებაში არავისთვის დამიმადლებია!

” ჩემ დროს აშენდა ლუგარის ცენტრი და 140 საავადმყოფო, ცხოვრებაში არავისთვის დამიმადლებია”-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

” ივანიშვილმა გამოაცხადა დღეს დილიდან რომ მისი ფონდი ქართუ შეუვსებს სახელმწიფო ორგანოებს ფულს, თუ მათ დააკლდებათ ფული. ივანიშვილის მთელი ფული ბოლო წლებში მოპოვებულია საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით, ქართული მიწების მოპარვით, ბიზნესების წაღებით, მევახშეობით, ეს ყველაფერი გადაქაჩა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯიბეში.”-ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ბრალია რომ საქართველო “დღეს ასეთი დაუცველია”

“დღეს რომ ასეთი დაუცველია საქართველო, მათ შორის ჯანდაცვის კუთხით, რაც ეხება ფინანსებს ეს არის ივანიშვილის ბრალი. რაღაც 2 საავადმყოფო ავაშენეო. ჩემს დროს აშენდა ლუგარის ცენტრი და 140 საავადმყოფო, ცხოვრებაში არავისთვის დამიმადლებია. რას შველის 2 საავადმყოფო, თან არასათანადო პირობებით?!”-ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად