სააკაშვილი:  ჩემს ვენახში დაწურული “მიშას ღვინოს” ბოლო ბოთლი აუქციონზე 700 ევროდ გაიყიდა

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მომწონს, რომ ზუგდიდში არჩევნების შემდეგაც, სანდრამ არ მიივიწყა იქაურობა და სხვა საქმეებთან ერთად გახსნა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების დასახმარებელი ცენტრი. ამ ცენტრისთვის ფულის შესაგროვებლად ჰოლანდიაში ჩატარდა აუქციონი და სხვა საგნებთან ერთად გაიყიდა სახლში დარჩენილი ბოლო ბოთლი ჩემს ვენახში დაწურული მიშას ღვინო, 700 ევროდ. თავის დროზე ათასობით ბოთლს ვარიგებდით ხოლმე საჩუქრად. ამასწინათ თბილისის ერთ ერთ ღვინის მაღაზიაშიც იყიდებოდა 1000 ლარად. ზუგდიდში პაციენტებისთვის თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზონის ფილტვებს წესით უფრო მდიდარი ქვეყნებიც მიხედავენ. ფოტოზე გამოსახულია აუქციონზე გატანილი ლოტის აღწერა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად