სააკაშვილი: ბოღმისა და სიხარბის გამო, ივანიშვილს უნდა ფასი დაუგდოს კურორტებს და ჩაიდოს ჯიბეში 

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“გუდაურში 5 დღეა  წყალი არ არის და ესენი ქეიფობენ, მცხეთაში. ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და გავაკეთებდი ყველაფერს ზუსტად 1 საათში. არადა ახლა იკარგება არამხოლოდ შემოსავლები, არამედ ჩვენი პერსპექტივები კურორტებისთვის.

ბაკურიანაში წყალი თითქმის არავის აქვს, გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი.

გაჩერდა ის პროექტები, რომელიც მე დავიწყე.

მე ავაშენე სვანეთში კურშაველის სიდიდის სათხილამურო კურორტი, რომელიც იქნებოდა ყველაზე მაგარი და დიდი სათხილამურო კურორტი, მინიმუმ ევროპაში.

საბაგირო რომ ჩამოვიტანეთ, უზარმაზარი რეკლამა გავაკეთეთ .

გააჩერეს ყველაფერი კორუფციისა და ივანიშვილის პირადი ბოღმის გამო. არადა  სადაც არის მთის კურიორტები, შეუძლებელია იქ ხალხი იყოს ღარიბი.  არც სვანეთში, არც მღალმთიან აჭარაში, სადაც ასევე გაჩერდა განვითარება. არც გუდაურში, არც ბაკურიანში, ყველგან სადაც არის სათხილამურო ტრასები, ხალხს მაღალი შემოსავალი აქვს და მდიდრდება.

ჩემი გათვლებით სათხილამურო კურორტებში ჩამოსულთა რაოდენობა 2019 -სთვის 2012-თან შედარებით 8-ჯერ უნდა გაზრდილიყო. აქ ძალინ ცოტა ზრდაა. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა პირადად ეკისრება ივანიშვილის, რომელსაც პირადი ბოღმის  და სიხარბის გამო უნდა ფასი დაუგდოს ამ კუროტებს და მერე ჩაიდოს ჯიბეში.

სასწრაფოდ შესაცველია ყველაფერი და ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ვკარგავთ შემოსავლებს და პერსპექტივას , ლამის ბოლო შემოსავალს ვკარგავთ ჩვენი ეკონომიკისთვის”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად