სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ბოღმა კლავს ყველაფერზე, რაც ჩემი გაკეთებულია

“კარგად მოიხსენიეთ ივანიშვილი და კალაძე ლოცვებში, რომლებმაც დააკონსერვეს შემოვლითი გზა”,-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც დედაქალაქში არსებულ საცობებზე ისაუბრა.

“მეუბნებიან რომ თბილისში გაუსაძლისი საცობებია. თბილისში ეს საცობები არის ხელოვნური, მეგობრებო. იმიტომ რომ , ყველაფერი გაკეთებული იყო, რომ არ ყოფილიყო საცობები. ავაშენეთ შემოვლითი გზა. რა არის შემოვლითი გზა.

რკინიგზა გადადიოდა თბილისის ზღვისკენ, რკინიგზის ადგილზე, გაყოლებაზე 4 ხაზიანი ტრასა, კეთდებოდა 3 ხიდი. მათ შორის ერთ უკვე დაწყებული იყო, ვეფხი და მოყმესთან უაზარმაზრი დაკიდებული ხიდი.

ესენი მოვიდნენ და რაც მოასწრეს სტაცეს ხელი, გააჩერეს. გაკეთბულია, დგას. მარტო იმიტომ კი არა რომ ბიძინა ივანიშვილს ბოღმა კლავს ყველაფერზე რაც ჩემი გაკეთბულია არამედ “კალას” ჰქონდა 300 ჰ ამ ტრასის მიმდრებარე ტერიტორიზე. ამ 300 ჰექტარს გადააყოლეს. იმიტომ რომ არ სჭირდებათ ტრასა. ტრასის მაგივრად გაყიდონ მიწები დაისევ უსახური კორპუსები ჩადგან. აი ეს არის რეალობა.

ყოველი თბილისელი, რომელიც ზის ტრასაზე კარგად მოიხსენიეთ ივანიშვილი და კალაძე ლოცვებში, რომლებმაც დააკონსერვეს შემოვლითი გზა და ანადგურებენ, რომელიც თქვენ ყოველდღუ დროს მინიმუმ 3-ჯერ დაგიზოგავდათ. ძვირფასო თბილისელებო, მოიხსენიეთ ესენი ხშირად ლოცვებში, ან გინებებში, ვის რა ეხერხება”,-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად