სააკაშვილი: ივანიშვილი ძაან შეშფოთებულია, რადგან სააკაშვილის რეიტინგი ზედმეტად გაიზარდა

“”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გუშინ წინ მოუწვევია თათბირი, ძაან შეშფოთებულია რადგან სააკაშვილის რეიტინგი ზედმეტად გაიზარდა და უნდა გავაქტიურდეთ რამენაირადო.”,-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბერლინში ემიგრანტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეშფოთბულია რადგან სააკაშვილის რეიტინგი ზედმეტად გაიზარდა.

“ბიძინა ივანიშვილს გუშინ წინ მოუწვევია თათბირი, ძაან შეშფოთებულია რადგან სააკაშვილის რეიტინგი ზედმეტად გაიზარდა და უნდა გავაქტიურდეთ რამენაირადო. ორი რამე დასახეს, პირველი, ზურაბ ჟვანიას ეგრეთ წოდებული მკვლელობის საქმე უნდა ამოიწიოს. ალბათ ახლა გოგლა ჟვანია გამზადებულია… ყველაფერი გავაკეთეთ რომ ყველა ნამუსი და სინდისი შეგვენახა ყველასთვის. ამათ ყველაფერი გააკეთეს, რომ საფლავიდან ამოეთხარათ ის კაცი. მორიგ ჯერზე, მორიგი გამოვა გოგლა ჟვანია გამოვა 137 სერია, ხალხს მიავიწყონ სამი წელი თუ ოთხი წელი ბოლოს როდის გამოიყენეს, და რა თქმა უნდა, სააკაშვილმა მოკლა აბა ვინ მოკლავდა, როგორ შეიძლება?

მეორე, სააკაშვილის ბიძა ვაჭრობდა იარაღით, ავუძრათ საქმეო. იარაღი იმდენი ვიყიდე ჩემს დროს თუ ვივაჭრე ერთხელ მაინც ბიძაჩემისგან ვერ ვიყიდე?! მრავალი მილიარდის ფული დახარჯა საქართველომ”,-განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...