სააკაშვილი ბაკურიანში წყლის პრობლემაზე: ყველას ნიჩაბს დავაჭერინებდი ჩემს დროს რომ მომხდარიყო (ვიდეო)

“საქმე კეთდება მუშტის დარტყმით, საქმე კეთდება ეგრევე მოხსნით”,-ამის შესახებ, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ზამთრის კურორტებზე წყლის პრობლემის „მთავარ აქცენტებში“

” რეპუტაციის საკითხია, 5 დღე რომ წყალი არ იქნება. ჩემს დროს ეს რომ მომხდარიყო, მთელ მთავრობას წამოვყრიდი, ჯერ ერთი, გაებედათ და აბა მომხდარიყო. ყველამ იცოდა, რომ პროფილაქტიკა უნდა ჩაეტარებინათ ყოველ წელს, რომ ღმერთმა არ ქნას, ჰაერში ავწევდი ყველას. რომც მომხდარიყო, მთელი მთავრობა გამოიყრებოდა, ჩავიდოდა, მე თვითონ დავიჭერდი ხელში ნიჩაბს, ეჭვი არ შეგეპაროთ, მათაც დავაჭერინებდი ყველას ნიჩაბს და ამ წყალს გავაკეთებდით. ახლა ესენი მცხეთაში ქეიფობენ, სულ ერთია ამათთვის….

საქმე კეთდება მუშტის დარტყმით, საქმე კეთდება ეგრევე მოხსნით, მთავრობის წევრების ციხეში გაშვებით, ვინც კორუფციაში გაერევა. საქმე კეთდება მათი ნათესავების შეზღუდვით, რომ ცხვირი და დინგი არ ჩაყონ სხვადასხვა საქმეში“, – ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად