სააკაშვილი ბაია პატარაიას: თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა, თავის დამპალი კომბოსტოთი

ასე უპასუხა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაია პატარაიას თავის პოსტზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა.

“ძვირფასო ბაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი და მხოლოდ, სასოწარკვეთილთან გინდა ამ კერძის ულუფის მიღება, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა, თავის დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო.
არ ვაპირებ ვინმეს დავამცირებინო ის მიღწევები, რომელიც ქონდა საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომელიც იყო უპრეცედენტო ჩვენს ისტორიაში და უზარმაზარ სივრცეზე, სადაც ცხოვრობს რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი და ნამდვილად არ ვაპირებ second-hand choice ვიყო ვიღაცისთვის.
Good luck”

კომენტარები
იტვირთება...