სააკაშვილი: ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის

ასე აფასებს საქართველოს პრემიერინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებულ ახალი როკის გვირაბის მშენებლობას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

“ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის.
რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 2019 წლის 13 აგვისტოს მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...