სააკაშვილი: ასობით ათასი ქალბატონი უვლის ბავშვებს და მოხუცებს, ეს დამამცირებელია ქვეყნისთვის და არაბუნებრივი ადამიანებისთვის

„საბერძნეთში, იტალიაში და უამრავ სხვა ქვეყანაში, ასობით ათასი ქართველი ქალბატონი უვლის ბავშვებს და მოხუცებს, თავს ევლება სხვის ოჯახებს იმისთვის, რომ გამოკვებონ საკუთარ სახლში დარჩენილი შვილები, ქმრები, მშობლები, ახლობლები, ნათესავები. ეს არის დამამცირებელი ქვეყნისთვის და არაბუნებრივი მდგომარეობა ადამიანებისთვის”, –  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებან შეხვედრის დროს განაცხადა.

“დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოთ და უნდა შევქმნათ ქვეყანაში პირობები იმისათვის რომ ეს ხალხი ღირსეულად დაუბრუნდეს საქართველოს და შეეძლოთ თავისი ოჯახების რჩენა საკუთარი შრომით საკუთარ ქვეყანაში. ეს არის ძალიან კარგი ხალხი და ქვეყანას არ აქვს უფლება მათი გაწირვის და მათზე უარის თქმის. მე შევხვდი რამდენიმე ასეთ ქალბატონს ათენში და მინდა ყველა მათგანს ვუთხრა…
31 ოქტომბრიდან ჩვენ დავიწყებთ განხორციელებას პროგრამის – თქვენი დაბრუნების, დაკრედიტების გზით, პირდაპირი სუბსიდიის გზით, შესაძლებლობის შექმნის გზით, თქვენ დაუბრუნდებით თქვენს ოჯახებს და თქვენს ქვეყანას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად