სააკაშვილი: არცერთ დაპირებაში არ მომიტყუებიხართ, ყველაფერი შევასრულე-ამათი დრო წავა

“მართლა ხომ არ ბნელა? ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო რომ ახლა კიდევ უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლისთავზე?”, – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკურ მოძრაობა “ლელო”-ს დაფუძნებას.

“მართლა სულელები ხომ არ გგონიათ თქვენ ქართველები და მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ყველაფერს მოისმენენ. საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას მევახშეების და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე, ბიზნესი საქართველოში იქნება დაცული, საქართველოში შემოვა 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, საქართველო იქნება ერთი გადასახადის ქვეყანა, საქართველო იქნება სწრაფი განვითარების ქვეყანა და საქართველოში, რა თქმა უნდა, იქნება ლაზიკის პორტი. ამას მე გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არცერთ დაპირებაში არ მოუტყუებიხართ და ყველაფერი შევასრულე და ამათი დრო წავა. ამათი, ან მეორე მევახშეების დრო საქართველოში არასდროს დადგება. საქართველოში უნდა გათენდეს”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელსაც სოცილურ ქსელში ავრცელებს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად