სააკაშვილი: არსებობს ივანიშვილი, როგორც ვირუსი და არსებობს “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ამ ვირუსის ვაქცინა

“არსებობს ივანიშვილი, როგორც ვირუსი, და არსებობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ამ ვირუსის ვაქცინა, როგორც ამ ვირუსის მკურნალობა” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში, ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატის მანუჩარ კვირკველიას წარდგენისას ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა.

“არცერთი ვირუსი და არცერთი ავადმყოფობა ჩვენ არ უნდა მოგვერიოს. არ უნდა მოგვერიოს ის ავადმყოფობა, რომელიც დაპატრონებულია საქართველოს, ის საშინელი სენი, რომელიც შეეყარა საქართველოს ქოციანობის და მისი მთავარი ვირუსის, ივანიშვილის სახით. არსებობს ივანიშვილი, როგორც ვირუსი, და არსებობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ამ ვირუსის ვაქცინა, როგორც ამ ვირუსის მკურნალობა, როგორც საქართველოს გაჯანსაღების ერთადერთი საშუალება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად