სააკაშვილი: არჩევნების შემდეგ, ჭორვილაში ერთდღიან აეროპორტს გავხსნით ივანიშვილისთვის ქვეყნის დასატოვებლად (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ,საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს გახსნიან და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ” დამფუძნებლს, ბიძინა ივანიშვილს მოსკოვში გაამგზავრებენ.

“არჩევნების შემდეგ საქართველოს აღარ დატოვებს რამდენიმე მილიონი ადამიანი, როგორ ეს უნდა ივანიშვილს. საქართველოს დატოვებს ერთი ადამიანი. სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში  ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და რეისი ჭორვილა – მოსკოვი ცალი მიმართულებით და ჩაბარდეს თავის პატრონს „გაზპრომში“ და დაანებოს თავი საქართველოს და მის მოქალაქეებს“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჩხერეში “ძალა ერთობაშია” გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის ჭიათურასა და საჩხერეში გიორგი კაპანაძის წარდგენაზე, ვიდეოჩართვისას განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად