სააკაშვილი: არჩევნები უნდა ჩატარდეს პატიოსნად, ვაშაძე იგებს – სალომე დამარცხდება

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-თან განაცხადა.

“დაუძველდა ბორის ივანიშვილს თავის ხრიკები. ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს და ტიპების ერთმანეთის საუბარს, გვინდა არეულობა “პაკრიშკები”, შეტაკებები… რა სისულელეა. რეალობა არის შემდეგი, არჩევნები უნდა ჩატარდეს პატიოსნად. ვაშაძე იგებს ყველა გმოკითხვით, სალომე ზურაბიშვილი დამარცხდება. გაყალბება არ გამოვა. როგორც არ გამოუვიდა გაყალბება იანუკოვიჩს, როგორც არ გამოუვიდა გაყალბება შევარდნაძეს, როგორც არ გამოუვიდა გაყალბება მალაიზიაში ამ ცოტა ხნის წინ, არ გამოვიდა სომხეთში, ჩვენ მეზობელთან გაყალბება.

საქართველოში ჩატარდება არჩევნები, ძალიან ბევრი ხალხი მოვა არჩევნებზე. აირჩევენ მშვიდობიანად და წყნარად გია ვაშაძეს. საქართველოში იქნება პრეზიდენტი, რომელიც იქნება ხალხის მხარეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად