სააკაშვილი: არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში მე საქართველოში დავრბუნდებოდი, მაგრამ თუ მომიწევს ასეთი პირობის დადება, შევასრულებ კიდეც

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ ტელეკომპანია Дождь-თან განაცხადა.

“საქართველოში მე აბსოლუტური მხარდაჭერა მაქვს. გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 60-70%-ს ჩემი დაბრუნება სურს. დიდი მხარდაჭერა აქვს ნიკა მელიასაც. ის ელექტრონულად ავირჩიეთ. ჩვენ ვართ ის პირველი პარტია რეგიონში, ვინც პარტიული არჩევნები ელექტრონულად ჩავატარეთ. ამან კარგად იმუშავა” , – განაცხადა მან და ჟურნალისტის კითხვაზე, თუ კონკრეტულად როდის აპირებს ის საქართველოში დაბრუნებას, თქვა: “არასდროს მიმიცია პირობა, რომ რომელიმე კონკრეტულ რიცხვში მე საქართველოში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ მომიწევს ასეთი პირობის დადება, შევასრულებ კიდეც. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობებს. დახმარებისათვის მუდამ მზად ვიყავი, თუმცა ამასთანავე არ მსურდა, ხელი შემეშალა ოპოზიციის ერთიანობისათვის. ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა ჩემი პოპულარობა. ჩვენ კი უმრავლესობა გვჭირდება. არა პირველი ადგილი, არამედ უმრავლესობა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...