სააკაშვილი: არაფერი წამიღია სახლში, ივანიშვილმა კი შემორაგვა მთელი საქართველო და ყველაფერი მიაქვს სახლში

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართავში აცხადებს.

“მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი და მსოფლიოში წამყვანი მისია, ივანიშვილისთვის კი საქართველო არის უმნიშვნელოპატარა სოფელი.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხისთვის და ვაკეთებდი ყველაფერს ხალხისთვის, არაფერი არ წამიღია სახლში. ივანიშვილმა კი
შემორაგვა მთელი საქართველო და ყველაფერი მიაქვს სახლში: ხეები, ზღვა, მიწები და უამრავი სხვა ქონება, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს მან მიისაკუთრა!
ამგვარად, მე მიკვირს რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩვენს შორის პოპულარობაში, უბრალოდ, რა თქმა უნდა ბოლომდე ყველა ვერ ამბობს თავის სათქმელს,
რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი არის უკვე ყველაფერში გარკვეული და ეს გამოკითხვაც ამაზე მეტყველებს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად