სააკაშვილი: არა მხოლოდ გამოვედი ციხიდან, არამედ საერთოდ გამიშვეს

ცოტა ხნის წინ კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ, ჟურნალისტებთან მან განაცხადა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

"პოროშენკო ყოველთვის აკონტროლებდა ამ მოვლენებს და ამ ქალმა (მოსამართლემ) საერთოდ ყველანაირ შეზღუდვაზე უარი თქვა. დეპუტატებიც აღარ დასჭირდა, უბრალოდ გამიშვა. ძალიან მოულოდნელი იყო. ხალხის შეეშინდათ, ძაან ბევრი ხალხი იყო ქუჩაში. ეს არის დიდი გამარჯვება. არა მხოლოდ გამოვედი ციხიდან, არამედ საერთოდ გამიშვეს. ეს შედეგი ბრძოლამ მოიტანა", – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ კიევის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა არ განუსაზღვრა. მოსამართლემ აღკვეთის ყველანაირი ღონისძიებისგან გაათავისუფლა სააკაშვილი. აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად