სააკაშვილი: არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ყველამ დავუშვით შეცდომები

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

„ვუყურე ვანო მერაბიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს. ჯერ ერთი, ეკა კვესიტაძემ, როგორც იცის ხოლმე, ამ თემაზე არაკორექტულად დაუსვა კითხვა. მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები. ეს მართლაც ასეა, ვინც არაფერს აკეთებს, ის არ უშვებს შეცდომებს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები და უშეცდომოები, მაგრამ შეუცდომელი არავინ არ არსებობს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად