სააკაშვილი: არ არსებობს არცერთი ჯებირი, რომელსაც ვერ გაარღვევს ეს ახალგაზრდობა

ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” განაცხადა

“დარწმუნებული ვარ უფრო სწრაფად წავა საქართველო წინ, ვიდრე იმ წლებში 2007-ში და რაღაცაში, იმიტომ რომ იმდენი დრო დავკარგეთ, იმდენი ენერგია დაგროვდა, იმდენი დრაივია, ხალხმა თვალები გაახილა, განათლება მიიღო, უცხოეთში იარა, შედარების უნარი მიიღო. სულ სხვა თაობა არის.

ეს თაობა შეძლებს სასწაულს. უნდა გავუხსნათ მათ ფართო გზა. ყველანაირი სისტემის პირობებში ისინი გაიმარჯვებენ. არ არსებობს არცერთი ჯებირი, რომელსაც ვერ გაარღვევს ეს ახალგაზრდობა, დემოკრატიული თავისუფლების სულისკვეთებით. ჩვენ, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გავა სამშვიდობოს, მაგრამ ბევრი დრო არ გვაქვს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთის, მე-20 დღეა რაც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.აქციის მონაწილეების მოთხოვნა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით უცვლელია.

ცნობისათვის, პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა პროპორციული არჩევნებისა და აქციის დაშლისას დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილებულია.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

ამას კი წინ უძღოდა პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებისადმი რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის მიმართვა, რასაც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად