სააკაშვილი ანიტა რაჭველიშვილზე: ანიტა ვამაყობ შენით! ივანიშვილმა თავისი შნირები მიუქსია

ანიტა რაჭველიშვილი უმაგრესი გოგოა, ივანიშვილმა ამ პოსტზე მიუქსია თავისი შნირები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საოპერო მომღერლის ანიტა რაჭველიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და თან ანიტა რაჭველიშვილის იმ პოსტსაც აზიარებს, სადაც მომღერალი ბერა ივანიშვილს აკრიტიკებს.

“უმაგრესი გოგოა ანიტა! ამ პოსტზე მიუქსია ივანიშვილმა თავისი შნირები. ანიტა მე ვამაყობ შენით!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ანიტა რაჭველიშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი რეპერი ბერა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა. რასთან დაკავშირებითაც ანიტა რაჭველიშვილმა Facebook-ში დაწერა:

“ვაი შე საცოდავო მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი!” – დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა.

ამის გამო არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა მომღერლის შესახებ დაწერა: ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად