სააკაშვილი: ახლა მშვიდობიანი ტალღის შექმნის დროა, რომელიც ივანიშვილს წალეკავს

“ახლა მშვიდობიანი ტალღის შექმნის დროა, რომელიც ივანიშვილს წალეკავს”,-ასე მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საკუთარ მხარდამჭერებს. იგი ქართველებს მოუწოდებს, ქვეყანას ნუ დატოვებენ.

“მინდა ვუთხრა ქართველებს, ცოტა ხანი საქართველოდან ნუ გახვალთ. ცოტა ხანი მოითმინეთ ეს პერიოდი იმიტომ, რომ ახლა ჯერ მოვაშოროთ ეს კაცი (ივანიშვილი) და მერე დავრჩეთ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ. არ არის საჭირო ახლა უცხოეთში გაქცევა, გადახვეწა სამუშაოდ.

მესმის, რომ ძალიან გიჭირთ, მესმის, რომ ამ გაჭირვებას ივანიშვილი იყენებს. მესმის, რომ ბოლომდე უნდა გაგამათხოვროთ, რადგან გაუბედურებული ადამიანი ადვილად სამანიპულაციოა. მაგრამ საქართველოში ბევრი ძალიან ჯანსაღი ძალაა. საქართველოში არის უმრავლესობა ასბოლუტურად საღი და ბრძილისუნარიანი.

უბრალოდ, ახლა დროა დარაზმის, ერთ მუშტად შეკვრის და მშვიდობიანი, ფართო მოძრაობის გაშლის. მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც ივანიშვილს წალეკავს. ადგილზე სანდრა და სხვა ლიდერები, ვინც მზად არიან, ამ ბრძოლაში ჩაებან. ჩვენ ყველგან უნდა დავუპირისპირდეთ უსამართლობას, ცინიზმს, უტიფრობას, ტყუილს, ყველაფერს, რაზეც დგას ოლიგარქის, არაფორმალური, ცრუ მმართველობა”,-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...