სააკაშვილი ახალგაზრდებს: თქვენ ხართ ის, რაც მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ გიჟს მეძახდნენ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონით ახალგაზრდების ჯგუფს მიმართა და ისინი გაამხნევა, რომ საქართველოში “აუცილებლად გათენდება”.

“მინდოდა მეთქვა,რომ საქართველოში აუცილებლად გათენდება. გათენდება იმიტომ,რომ თქვენ ხართ მანდ, თქვენ შეცვლით, შეცვალეთ დროზე იმიტომ,რომ ამათი ყოველი დღე არის ძალიან დიდი ზიანის და უბედურების მომტანი.

ყველაფერი ერთად დაგროვდა და მე ვარ ერთ-ერთი რიგითი მებრძოლი, მე თვითონ აღტაცებული გიყურებთ თქვენ, თქვენ ხართ ის, რაც მინდოდა, რომ ყოველთვის ვყოფილიყავი, მაგრამ იმის გამო რომ გიჟს, გადარეულს მეძახდნენ, ამიტომ ცოტა თავს ვიკავებდი ხოლმე.

თქვენ ხართ ბოლომდე გიჟები და გადარეულები, რაც არის ძალიან მაგარი…საერთოდ ყველანი საქართველოს ლიდერები ხართ. მარტო საქართველოს შეუძლია იყოს მსოფლიოს ლიდერი და საქართველოს ლიდერებს შეუძლიათ მსოფლიოს ლიდერები იყვნენ. ამაში დარწმუნებული ვარ. გაგიმარჯოთ! იმედია, მოსავალი კარგია წელს და მალე ღვინოც დაიწურება. იმედია, მალე შემოგიერთდებით“,“,-მიმართა სააკაშვილმა სატელეფონო ჩართვისას ახალგაზრდებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად